კომენტარის შესახებ

სამოქალაქო კოდექსის კომენტარზე (შემდგომში – კომენტარი) მუშაობა 2011 წლიდან მიმდინარეობს. ამის მიუხედავად, მუხლების დიდი ნაწილის კომენტარი ამ დრომდე მზად არ არის, რაც ამ ეტაპზე შეუძლებელს ხდის კომენტარის გამოცემას. სარედაქციო ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, ბეჭდური ვერსიის შექმნამდე, კომენტარების ის ნაწილი, რომელიც უკვე მზადაა, ხელმისაწვდომი გახადოს პროფესიული საზოგადოებისათვის, რათა, ერთი მხრივ, ხელი შეუწყოს მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში, ხოლო, მეორე მხრივ, მოისმინოს მათი აზრი ამა თუ იმ მუხლის კომენტარზე.
აქტიური მუშაობა კომენტარზე გრძელდება, შესაბამისად, ვებგვერდი პერიოდულად განახლდება. მას დაემატება სამოქალაქო კოდექსის იმ მუხლების კომენტარები, რომელზეც ავტორები ამ დრომდე მუშაობენ. ასევე გადაიხედება და განახლდება ვებგვერდზე ამ დროისათვის უკვე ხელმისაწვდომი კომენტარები. კომენტარის ექვსივე წიგნი დაიბეჭდება მას შემდეგ, რაც დასრულდება ელექტრონული ვერსიის ატვირთვა და სრულყოფა.

ვებგვერდის სტრუქტურა

კომენტარს (ვებგვერდზე მარცხნივ) ახლავს სარჩევი, რომელიც იმეორებს სამოქალაქო კოდექსის სტრუქტურას. საჭირო კომენტარის მოსაძებნად შეგიძლიათ გამოიყენოთ სარჩევი ან შესაბამისი მუხლის ნომერი აკრიფოთ საძიებო ველში.

suchfeld

თითოეული მუხლის კომენტარი ატვირთულია ცალ-ცალკე PDF-დოკუმენტის სახით. დოკუმენტებს ახლავს ე.წ. ფუნქციური პანელი (გვერდის დასაწყისში), რომელიც მკითხველს საშუალებას აძლევს,

Funktionsleiste

მოძებნოს ესა თუ ის სიტყვა-ერთეული კონკრეტული მუხლის კომენტარში; ამობეჭდოს ან ჩამოტვირთოს მისთვის საინტერესო მუხლის კომენტარი და. ა. შ. როგორც აღინიშნა, ზემოთ აღწერილი ფუნქციური პანელით ძებნა შესაძლებელია მხოლოდ იმ დოკუმენტში, რომლის ფუნქციურ პანელსაც გამოიყენებთ და, სამწუხაროდ, არა ვებგვერდზე ხელმისაწვდომ ყველა ტექსტში ერთად.
ყოველი მუხლის კომენტარს მოსდევს კომენტირების ველი, სადაც მკითხველს შეუძლია განათავსოს პროფესიული მოსაზრება შესაბამისი მუხლის კომენტართან დაკავშირებით, მიუთითოს იმ საკითხებზე ან განსხვავებულ პრაქტიკაზე, რომლის უფრო დეტალურად ასახვასაც ისურვებდა კომენტარში.

კომენტარის ტექსტის სტრუქტურა 

კომენტარის ტექსტის სტრუქტურა მეტნაკლებად ერთიანია. კომენტარი იწყება განსამარტავი მუხლის ტექსტით. მუხლის ტექსტს მოსდევს სარჩევი (გარდა იმ კომენტარებისა, რომელთა მოცულობა 2 გვერდს არ აღემატება.) კომენტარი, როგორც წესი, განიხილავს შემდეგ საკითხებს: ზოგადი დებულებები, ნორმის ისტორია (თუკი ამის აუცილებლობა არსებობს), ნორმის საგანი და მიზანი, გამოყენების სფერო, ნორმის კავშირი სხვა სამართლებრივ ინსტიტუტებთან, ნორმის გამოყენების წინაპირობები და სამართლებრივი შედეგები.

კომენტარში აბზაცებს მინიჭებული აქვთ ველის ნომრები.

კომენტარის ციტირება

სამეცნიერო ნაშრომებში კომენტარი შეგიძლიათ დაიმოწმოთ შემდეგნაირად:

ავტორი, სამოქალაქო კოდექსის ონლაინკომენტარი, gccc.ge, კომენტარის დამუშავების თარიღი, მუხლის ნომერი, ველის ნომერი.

მაგალითად,

ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის ონლაინკომენტარი, gccc.ge, 3.11.2015, მუხ. 1, ველი 2.

საგნობრივი საძიებელი

საგნობრივი საძიებელი დაერთვება კომენტარის ბეჭდურ ვერსიას.

საავტორო და ქონებრივი უფლებები

ვებგვერდზე განთავსებული ყველა სახის ტექსტი დაცულია საავტორო უფლებით და მათი გამოყენების უფლება შეზღუდულია პირობებით. საავტორო უფლება ვრცელდება ასევე ვებგვერდის სტრუქტურასა და ფორმატზე. დაუშვებელია კომერციული მიზნებით ვებგვერდზე განთავსებული მასალის რეპროდუქცია ან გავრცელება როგორც ელექტრონული, ასევე ბეჭდური სახით.

გამოქვეყნებული მასალის განთავსება სხვა ინტერნეტ-რესურსზე, რომელიც არ ატარებს კომერციულ ხასიათს, დასაშვებია უფლებამოსილი პირებისაგან მიღებული წინასწარი წერილობითი თანხმობით.

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ) GmbH), ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების (JILEP) და ასევე კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტები (PROLoG) არ იღებენ პასუხისმგებლობას განთავსებული მასალის შინაარსობრივ სისწორეზე.